მოქალაქე ოლიგარქად ჩაითვლება, თუ ის დააკმაყოფილებს 4 კრიტერიუმს. ეს უკრაინული მოდელია, რომელიც სამუშაო ჯგუფმა განიხილა. ჯგუფი დეოლიგარქიზაციის საკითხზე და ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს. ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, გარკვეულ ხარვეზებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ამ მოდელის გადმოტანა ქართულ რეალობაში პირდაპირ არ უნდა მოხდეს. საპარლამენტო უმრავლესობა კი ამბობს, რომ ეს ჯერ-ჯერობით მსჯელობის საგანია.