გალიფ ოზთურქი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

19 ივლისი 2022, 17:26 930 ნახვა

გალიფ ოზთურქი ისევ პატიმრობაში რჩება. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას  დაცვის  მხარე  არ ეთანხმება.  ადვოკატებმა  დღეს პროცესზე მილიონი ლარის გირაოს,  პასპორტის  ჩაბარების  და ელექტრო მონიტორინგზე თანხმობის შუამდგომლობა დააყენეს, რითაც მათი განმარტებით, მიმალვის საფრთხე გამოირიცხებოდა. წარადგინეს  ჯანმრთელობის  პრობლემების   შესახებ  დასკვნაც.    პროკურატურა  კი ოზთურქისთვის   პატიმრობის  გახანგრძლივებას  ითხოვდა.  მოტივად  კი  ბრალდებულის  მიმალვის, მტკიცებულებების  განადგურების  ან ახალი დანაშაულის საფრთხე დაასახელა.  ბრალდების არგუმენტებს    ადვოკატები  არ ეთანხმებიან.  აღკვეთის ღონისძიების გადახედვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც წინასასამართლო სხდომა პროკურატურის მოთხოვნით  21  სექტემბრამდე   გადავადდა. პროკურორის ინფომაციით, მოწმეები გამოძიებასთან  არ  თანამშრომლობენ, რასაც  დაცვის მხარე არ  დაეთანხმა. ბიზნესმენს  ბრალი ნარკოდანაშუალის მუხლით  აქვს წარდგენილი. პროცესზე  ოზთურქმა  თქვა, რომ   დანაშაული არ  ჩაუდენია, არ გამორიცხა, რომ ეს ყველაფერი კონკრეტულ  ინვესტიციებს   უკავშირდებოდეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში