ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში ორი კვირით დაიხურება

19 ივლისი 2022, 16:55 928 ნახვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლიდანაც ყოველდღიურად ევროპისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით ფრენები სრულდება, ოქტომბერში ორი კვირით დაიხურება. მიზეზი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციაა.

“დაგეგმილია 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ჩვენთან ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ, 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ”, – აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აეროპორტი მუშაობას შეაჩერებს 10-დან 24 ოქტომბრამდე

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი