პარლამენტში რიგგარეშე სესიები იწყება. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, 18 ივლისიდან პარლამენტში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ევროკომიის მიერ მოცემული რეკომენდაციების შესრულებაზე უნდა იმსჯელოს. ბუნებრივია, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით მიმართა, გადაწყვეტილებით კმაყოფილია, თუმცა მათ სავარაუდოდ დარბაზში ყოფნა მარტო მოუწევთ, რადგან „ქართული ოცნების“ პოზიცია აქამდეც ცნობილი იყო, ვერ ხედავენ რიგგარეშე სხდომების მოწვევის საჭიროებას და არც მასში ჩართვას, რადგან სამუშაო ჯგუფი უკვე არსებობს.