სუს-ს უფროსის ყოფილი მოადგილის განცხადება - შეფასებები

15 ივლისი 2022, 18:20 776 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ 2021 წლის ოქტომბერში მან შეიტყო საპარლამენტო არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებების შესახებ და მისი თქმით, "დიდი ფიქრის შემდეგ“   გადაწყვიტა, „ეს სამუდამოდ დაემთავრებინა“ და თავადაც ეგო პასუხი იმ ყველაფერზე „რა უკანონობის მონაწილეც“ იყო. ის მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მხრიდან შესაძლო შურისძიებაზეც საუბრობს, რომელიც შეიძლება შეეხოს მის ოჯახსაც და აქვს ვარაუდიც, როგორ შეიძლება გეგმავდეს ახლა "ქართული ოცნება" შურისძიების სცენარს.  სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ეს განცხადება ადასტურებს, რომ  საარჩევნო პროცესში ხელისუფლების სასარგებლოდ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩართულია-ასე შეაფასა გოგაშვილის განცხადება რომან გოცირიძემ. ქართული ოცნების წევრი გურამ მაჭარაშვილი კი ამბობს, რომ თუ ყოფილ მაღლჩინოსანს სათქმლი ჰქონდა, განცხადება მაშინ უნდა გაეკეთებია, როდესაც თანამდებობას იკავებდა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი