რატომ გადაწია ევროკომისიამ 2023 წლამდე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განხილვის საკითხი? მიზეზები ახსნეს და გვითხრეს, რომ სურთ არ დააჩქარონ ქართული პოლიტიკური ელიტა და სიღრმისეულად იმუშაონ რეფორმებზე.
ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებით შესაძლებლობის ფანჯარა არ იხურება ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა არც ხელისუფლების იმედი აქვთ, რომ მოახერხებენ იმ 12 პუნქტის შესრულებას, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული სტატუსის მისაღებად არის საჭირო.