ენმ - ბარათაშვილის ქუჩაზე საქანელები ფასიანი გახდა

14 ივლისი 2022, 11:01 1432 ნახვა

ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში საბავშვო საქანელები ფასიანი გახდა. ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრ  ქეთევან ლასტაკანიძის ინფორმაციით, ტერიტორია ბათუმის  მერიამ ერთი თვის წინ გაასხვისა, მეიჯარემ კი ადგილზე საბავშვო ატრაქციონები დაამატა და სარგებლობა ფასიანი გახადა. 

ოპოზიცია მერიას მოუწოდებს საბავშვო საქანელებს ძველი, არაკომერციული დატვირთვა დაუბრუნოს.

ოპოზიციის მოთხოვნას  თვითმმართველობაში ჯერ არ გამოხმაურებიან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში