ევროკომისია საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხს 2022 წლის ბოლოს აღარ, არამედ 2023 წელს განიხილავს. ევროკომისიის წარმომადგენლები ფიქრობენ,რომ როდესაც საქართველოს 12 პრიორიტეტი აქვს შესასრულებელი, ახლა არ არის საჭირო სიჩქარე. ხოლო, როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება კომისიის ანგარიში. ევროდეპუტატებმა ისაუბრეს იმ მთავარ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში უნდა გატარდეს. საპარალამენტო უმრავლესობა ევროპარლამენტის კონკრეტულ წევრებს მოუწოდებს არ წაახალისონ პოლარიზაციის პროცესი ქვეყანაში. არ შეუწყონ ხელი ოპოზიციის დღის წესრიგს, რომელიც მათი თქმით, რადიკალიზაციაზე გადის. "ქართულმა ოცნებამ" კი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს. დეპოლარიზაციის ხარისხის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ყველა მხარემ თავისი პასუხისმგებლობა გაითავისოს. ოპოზიციის განცხადებით ევროპარლამენტარების ანგარიშმა აჩვენა, რომ რეფორმების გაგრძელებას ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს.