“ბათუმი ინდუსტრიული ქალაქი”- გამოფენა ნობელებში

13 ივლისი 2022, 18:42 893 ნახვა

“ბათუმი ინდუსტრიული ქალაქი“ _ ამ სახელწოდებით გამოფენა გაიხსნა ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში. საექსპოზიციო დარბაზებში წარმოდგენილი იყო ფოტო-მასალა არქივიდან, რომელიც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში სამრეწველო საწარმოების პირველი ნაბიჯების შესახებ მოგვითხორობს. დაახლეობით ამ პერიოდიდან იწყება ბათუმში პირველი ეკონომიკური საწარმოების მუშაობა _ ნავთობგადამამუშავებელი, თევზჭერის კომბინატი, ელექტრო-მექანიკური და გემთმშენებლი ქარხნების ფუნქციონირება. ამ თემატიკაზე  ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში კიდევ ერთი გამოფენა გაიმართება. ექსპოზიცია “ნავთობის გზა“ 22 ივლისს გაიხსნება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში