ერთიანი ეროვნული გამოცდები

11 ივლისი 2022, 11:20 1655 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტებს დღეს გამოცდა ინგლისურ ენაში აქვთ. ბათუმში სულ ოთხი საგამოცდო ცენტრი მუშაობს.  პირველ საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე, რომელიც 9 საათზე დაიწყო 257 აპლიკანტიდან მხოლოდ 247 გამომცდელი გამოცხადდა.

რაც შეეხება ხულოში არსებული საგამოცდო ცენტრს, აქ პირველი სესიის  რეგისტრირებული 56 აპლიკანტიდან მხოლოდ  ერთი აბიტურიენტი არ გამოცხადდა. მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდის კი - 15. სამი დღის განმავლობაში გამოცდას ინგლისურში, რუსულ და გერმანულ ენებში ჩააბარებენ. 

2022 წლის ზაფხულის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდით დაიწყო და 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში