ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა - ირაკლი ღარიბაშვილი

08 ივლისი 2022, 16:07 549 ნახვა

ავსტრიის კანცლერთან ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელზეც ჩვენ უნდა მოვახდინეთ ფოკუსირება, რადგან წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო ძალიან აფასებს ავსტრიასთან მეგობრობას და თანამშრომლობას.

„მადლობა მოწვევისთვის, ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში და ძალიან მოხარული ვარ. დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიასთან მეგობრობას, ურთიერთობას თანამშრომლობას. ჩვენ კანცლერთან ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელზეც უნდა მოვახდინეთ ფოკუსირება, რადგან წლების განმავლობაში გვაქვს დიდი პოტენციალი კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ სიმბოლურია, წელს ჩვენ აღვნიშნავთ 30 წლისთავს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის. მადლობა ბატონო კანცლერო, მოწვევისთვის.

როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ქართველებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, ჩვენ ველოდებოდით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასებული იქნას, როგორც ისტორიული, როგორც ეს თავად ევროპის ლიდერებმა განაცხადეს. ქართველები ვიზიარებთ საერთო ევროპულ ღირებულებებს, ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭება არის წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარება და ამას ძალიან ვაფასებთ.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, როგორც კანცლერმა აღნიშნა, ჩვენ განგვესაზღვრა 12 პრიორიტეტი, 12 პუნქტი, რომელზეც ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ ამ პროცესში ჩაერთოს არამხოლოდ მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება, არამედ  მათ შორის ოპოზიციური პარტიებიც, მიიღონ მონაწილეობა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, რათა ეს პროცესი გახდეს ინკლუზიური და ფართო ჩართულობა იყოს, ჩვენ ამის გარანტიას ვაძლევთ ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო და მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების, თუ ეკონომიკური, ამის მიუხედავად საქართველო ინარჩუნებს ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ინარჩუნებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი