გადადებული ავიარეისები

08 იანვარი 2017, 00:00 2012 ნახვა

უამინდობის გამო  სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები ხვალიდან შესრულდება, გვითხრეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. სტამბოლის ათათურქისა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტებში, ქარბუქის გამო გუშინ  395 რეისი გაუქმდა. ავიარეისები ვერ შესრულდა ბათუმის და თბილისის მიმართულებითაც. გაუქმდა ბათუმი-თბილისი- სტამბოლის ავიარეისებიც. სტამბოლში ქარბუქის გამო 800-მდე ავიარეისი გაუქმდა. ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია ,,თურქიშ ეარლაინსმა" 610 ფრენა მოხსნა. აღნიშნულის გამო, 5 900 მგზავრი სასტუმროებში განათავსეს, აეროპორტში დარჩენილი 20 ათასი ადამიანი კი საკვებით მოამარაგეს. საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტში კი 192 რეისი არ შესრულდა. 

ამავე კატეგორიაში