პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული.
როგორც შეხვედრის შემდეგ ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ 6 თვიან პროცესზე ისაუბრეს და ხედვები გაცვალეს.
მისი თქმით, ინკლუზიური პროცესისთვის მეტი ნაბიჯია გადასადგმელი, და ის, რაც შესთავაზა მმართველმა გუნდმა საზოგადოებას, არ არის საკმარისი.