აჭარას უნგრელი ჟურნალისტები სტუმრობენ. მედიატურის ფარგლებში ისინი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან და მათ შესახებ სტატიებს მოამზადებენ.
რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, წლის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სხვადასხვა პრეს-ინფო ტურის მოწყობას გეგმავს.
ამ მიზნით რეგიონს უკვე სტუმრობდა მედიისა და ტურისტული კომპანიების 250-ზე მეტი წარმომადგენელი.