შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან

07 ივლისი 2022, 11:35 589 ნახვა

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე გაკეთდა აქცენტი სალომე ზურაბიშვილისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის შეხვედრის დროს.

ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების სფეროში.

ითქვა ასევე, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზად არის, როგორც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი, ითანამშრომლოს ქვეყანასთან ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიმართულებით.

რობერტ სპანომ და საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრეს თუ რა შეუძლია გააკეთოს ევროპულმა სასამართლომ ოკუპაციის მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით დარეგულირების თვალსაზრისით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი