საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, მეტსახელად „ობობა“ დააკავეს. მას ყაჩაღობისა და ქურდობის 13 შემთხვევაში ადანაშაულებენ, გამოძიების ვერსიით ქალი ბერძენ მოხუცებს საძილე აბებს, კერძოდ, ნარკოტიკულ ნივთიერებებს აძლევდა, შემდეგ კი ძარცვავდა.
სასამართლო საქმის განხილვას უახლოეს პერიოდში დაიწყებს, ქართველი ქალი 26 ივნისს, უშუალოდ ძარცვის დროს დააკავეს.
ჩხრეკისას ამოღებულია: ფული, სამკაულები, ფიქსოტროპული აბები, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონები