ის, რომ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იქნებოდა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გუშინ დაანონსეს. ,,შინ ევროპისკენ“ რუსთაველის გამზირზე აქცია გუშინ გაიმართა.
მოგვიანებით მონაწილეთა ნაწილმა, მსვლელობით პარლამენტიდან ,,ქართული ოცნების“ ოფისისკენ , ნაწილმა კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა, სადაც ღამე გაათიეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი ნება ურყევია და რომ ექვს თვეში ქვეყანა ევროპულ გზაზე უნდა დააბრუნონ.
აქციის მთავარი მოთხოვნა როგორც უკვე , გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.