დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

08 იანვარი 2017, 00:00 2705 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა  ცენტრალურ  საარჩევნო კომისიას მიმართა, რომ საპარლამენტო სიიდან რამდენიმე პირი ამოიღოს, მათ შორისაა ომარ მეგრელიძე, რომელიც სიაში რიგით 30-ეა. ომარ მეგრელიძე აღმსარულებელი მდივნის გადაწყვეტილებას ანგარიშსწორებად და დასჯად მიიჩნევს. პარტიაში ფიქრობენ, რომ სიიდან აჭარის წარმომადგენლის ამოღება რეგიონში მათი ელექტორატის შეურაცმყოფაა. რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით დაპირისპირებულ  გუნდს მსგავსი სცენარის განხორციელება აჭარაში გაუჭირდება, რადგან სიის პირველი ნომერი ლევან ვარშალომიძე ყრილობამდე მანდატის დატოვებას არ აპირებს. ელგუჯა ბაგრატიონი განმარტავს, რომ აღმასრულებელ მდივანს უმაღლესი საბჭოს პროპორციულ სიაში თანამოაზრეები არ ჰყავს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი