ხვალიდან ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. რეგისტრაცია ოცდაორივე საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყება.
მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდის კი - 15:00 საათი.
საქართველოს მასშტაბით გახსნილი ცენტრები წელს დარეგისტრირებულ 90 000 ათასამდე გამოსაცდელს მოემსახურება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, საგამოცდო სამზადისი დასრულებულია და ქვეყნის მასშტაბით არსებული 22-ვე ცენტრი გამოსაცდელების მისაღებად მზადაა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, მიმდინარე წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებას საერთო სამაგისტრო გამოცდას და სტუდენტთა საგრანტო კონკურსს უწევს, ასევე საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას წარმართავს.