დღეს, 400-მა კურსანტმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო

02 ივლისი 2022, 15:09 1045 ნახვა

400-მა კურსანტმა დღეს ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო. მეზღვაურთა დღის აღნიშვნის ოფიციალური ნაწილი დღეს გაიმართა. პროფესიული დღე მეზღვაურებს ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს.

ყურადღება გამახვილდა ბოლო მიღწევებზე, რომელიც ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატების აღიარებას უკავშირდება. 62 დროშის ქვეშ მცურავ გემებზე შეუძლიათ ქართველებს დასაქმება. გაიზარდა მათი ანაზღაურებაც.

დღეს საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვებს საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მეზღვაურები.

ასევე რამდენიმე კერძო და საჯარო უწყებამ  წარჩინებულ სტუდენტებს სწავლის საფასური დაუფინანსეს. გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.

ტრადიციულად ზღვაში გვირგვინის ჩაშვებით და საყვირით მიაგეს პატივი დაღუპულ მეზღვაურებს. მანამდე კი ბათუმის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა მოეწყო. გვირგვინით შეამკეს იუნკერთა საფლავი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი