კონსტანცა ბათუმი – საზღვაო მარშრუტი ნიჩბიანი ნავით 4-მა მოგზაურმა დაფარა. ისინი ბათუმის ნავსადგურში დღეს შემოვიდნენ და საქართველოში რამდენიმე დღის გატარებას გეგმავენ. მარშრუტი რუმინეთიდან დაიწყო, ბათუმამდე მანძილი 9 დღესა და 19 საათში დაფარეს. ჯგუფის წევრების უმეტესობისთვის ნიჩბიანი ნავით ეს პირველი მოგზაურობა იყო, ეს მარშრუტი კი უკვე მეორედ შედგა. პირველად ეს გზა სხვა მოგზაურებმა 5 წლის წინ გაიარეს, მაშინ ნიჩბოსნებს ზღვით ბათუმამადე ჩამოსასვლელად 11 დღე დასჭირდათ. ახლა კი 4-მა მეგობარმა ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა. ეკიპაჟი ორი ბრიტანელი და ორი რუმინელი მოგზაურისგან შედგება.