ბათუმელები სასპორტო სკოლის დემონტაჟის წინააღმდეგ. საორგანიზაციო ჯგუფის წევრები უკვე ამზადებენ პეტიციის ტექსტს, რომელზეც ხელმოწერა, ნებისმიერ მსურველს ხვალიდან შეეძლება.
სპორტსკოლის მიმდებარედ ტერიტორიები კომპანია “ორბი-ჯგუფი ბათუმზე” გასხვისდა. საუბარია 4 ათას 559 კვადრატულ მეტრ ფართობზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანიამ იქვე 12 ათასი კვადრატული მეტრი საინვესტიციო ტერიტორია შარშან შეიძინა. ჯამში “ორბი-ჯგუფი ბათუმი” 16 ათას 500 კვადრატულ მიწის ფართზე 4 ათას 500 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიამ ტერიტორია 10 მილიონად შეიძინა. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 29 დეკემბერს მიიღო.