“სტრატეგია აღმაშენებელი” ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს. ვიზიტის ფარგლებში პარტიის ლიდერები ევროპარლამენტარ ბერნარ გუეტას, ბარტ გრუტისს და ანა ფოტიგას შეხვდნენ, ასევე შეხვედრები გაიმართა ანდრიუს კუბილიუსთან და მიშელ რუპთან, რომელიც ევროპის სამეზობლო და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორია ევროკომისიაში.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის თქმით, გრძელდება მუშაობა ევროპარლამენტარებთან, საქართველოს მიმართ მათი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით”.