როგორ აღნიშნეს შობა მსოფლიოში

07 იანვარი 2017, 00:00 2054 ნახვა

იულიანური კალენდრით იესოს დაბადება აღნიშნეს აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა და რუსეთში. სტამბოლში შობასთან დაკავშირებით წყალში შთაფვლის რიტუალი შედგა. რელიგიურ დღესასწაულს ტრადიციულად მუხის ტოტების დაწვით შეხვდნენ სერბი ქრისტიანები. დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ეკლესიების წინამძღვრებმა თავი ბეთლემში, მაცხოვრის შობის ადგილას მოიყარეს. მოსკოვში წირვა მაცხოვრის ტაძარში პატრიარქმა კირილმა აღავლინა. ომით დაზარალებულ ალეპოში კი საშობაო მესა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღევლინა. შობას ზეიმობენ ბელარუსში, ეგვიპტეში, ეთიოპიაში, ყაზახეთში, მაკედონიასა და მოლდოვაში მცხოვრები ქრისტიანები. შობას წინ 40 დღიანი მარხვა უძღოდა. ​

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი