70 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში გაემგზავრა

29 ივნისი 2022, 14:45 1062 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70  სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში გაემგზავრა. სტუდენტები 3 თვის განმავლობაში სასწავლო პრაქტიკას ტურიზმის სფეროში გაივლიან.  

საერთაშორისო პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და აჭარის მთავრობის პროგრამული დაფინანსების საფუძველზე ხორციელდება.

2013 წლიდან საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში ბსუ-ს 700 -ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.

2022 წელს აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის საზღვაო აკადემიის 10 სტუდენტი ფლენსბურგის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.

პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში