საქართველოს მთავრობას შეუძლია, სწრაფად მიიღოს კანონები, განახორციელოს ცვლილებები - კელი დეგნანი

29 ივნისი 2022, 11:08 757 ნახვა

აშშ მზად არის, ნებისმიერი კუთხით დაეხმაროს ​საქართველოს რეფორმების განხორციელებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო ექვსი თვე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და დასაკარგი დრო არ არის.

„ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია, სწრაფად განახორციელოს კანონმდებლობა, სწრაფად მიიღოს კანონები. მაგალითად, როგორც ვნახეთ დაჩქარებული წესით ინსპექტორის ოფისის გაუქმება, ასევე სხვადასხვა კანონის დაჩქარებული წესით მიღება. მას ნამდვილად შეუძლია, სწრაფად განახორციელოს ეს ცვლილებები. ქართველ ხალხს აქვს ამ ცვლილებების სურვილი და არსებობს მზაობა ამისთვის. აშშ მზად არის და აქვს სურვილი, რომ ნებისმიერი კუთხით დაეხმაროს ​საქართველოს ამ რეფორმების განხორციელებაში.

ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ შემდგომი ექვსი თვე არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და არ არის დასაკარგი დრო. მე ვიცი, რომ ქართველ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ასევე, მთავრობაში ბევრს სურს აღნიშნული რეფორმების განხორციელება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი