სამდღიანი გლოვა

28 ივნისი 2022, 14:37 1051 ნახვა

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქის მერმა 28, 29 და 30 ივნისი გლოვის დღეებად გამოაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 36 კი დაკარგულად ითვლება. სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი