აჭარაში ტურიზმის მაჩვენებელი სრულად არის აღდგენილი - თორნიკე რიჟვაძე

28 ივნისი 2022, 13:48 720 ნახვა

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ტურიზმის მიმართულებით არსებული პოზიტიური ტენდენციების და აღდგენის შესახებ ისაუბრა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ტურიზმის მაჩვენებელი სრულად არის აღდგენილი.

,,შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით კი ბათუმში, სრულად არის აღდგენილი 2019 წლის ტურისტული ნაკადები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმა, რომელიც ტურიზმის აღდგენას ეხებოდა, სრულად მოქმედებს. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 87 %-იანი აღდგენა და უკვე, ივნისის ბოლო დღეების მონაცემებით, სრულად აღდგენილია ტურიზმი აჭარაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ყოველდღიურად იზრდება როგორც აეროპორტების დატვირთვა, ასევე ემატება ახალი საერთაშორისო მიმართულებები, რეისები და ყოველთვიურად 370 საერთაშორისო რეისი შესრულდება ბათუმის აეროპორტში“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი