ნატო-ს სამიტი

28 ივნისი 2022, 12:04 615 ნახვა

დღეს მადრიდში ნატო-ს სამდღიანი სამიტი იწყება,  რომელზეც  ალიანსის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ უსაფრთხოების ყველაზე აქტუალური საკითხები და დაამტკიცონ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.

„მადრიდის სამიტი განსაზღვრავს ნატო-ს სტრატეგიულ მიმართულებას მომდევნო ათწლეულისთვის და შემდგომში, რაც უზრუნველყოფს ალიანსის ადაპტირებას ცვალებად მსოფლიოსთან და მილიარდი ადამიანის უსაფრთხოების დაცვას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ალიანსი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს.  

მადრიდში ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი