„დიდი შვიდეულის“ ლიდერები, უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ამ სასტიკი თავდასხმის უდანაშაულო მსხვერპლის გლოვაში. განურჩეველი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე წარმოადგენს ომის დანაშაულს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვა დამნაშავე პირები პასუხს აგებენ.