შეფასებები დავით არახამიას განცხადებაზე

27 ივნისი 2022, 18:21 662 ნახვა

ოპოზიცია და უმრავლესობა დავით არახამიას ქვეყნის საქართველოს მისამართით წაყენებულ ბრალდებებზე მტკიცებულებების წარდგენისკენ ერთხმად მოუწოდებს. არახამიას თქმით, საქართველო სანქცირებულ კომპანიებს ეხმარება სანქციებზე გვერდის ავლაში. ქართულ ოცნებაში უკრაინის მაღალი თანამდებობის წარმომადგნელის მიერ გავრცელებულ განცხადებას პროვოკაციად აღიქვამენ და ჰიბრიდულ ომში საქართველოს ჩართვის მცდელობად მიიჩნევენ. ოპოზიციისთვის გაუგებარია რას ემსახურება დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება არახამიას მიერ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში