ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი

27 ივნისი 2022, 10:26 509 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი ადამიანი პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით,  ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიასთან გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 999 ათას 270 ლარს, რის შემდეგაც შეადგინა ყალბი დოკუმენტები, რომლებშიც გაზრდილი მოცულობების შეტანის გზით, დამკვეთისგან ზედმეტად მოითხოვა და თაღლითურად დაეუფლა 244 ათას 623 ლარს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი