ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 30 წლის ახლგაზრდა თბილისში დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 24 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები სამ ადამიანს მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.