ბრიფინგი უკრაინის საელჩოში

24 ივნისი 2022, 17:22 693 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი "ავანსად მიიღო." საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ-მინისტრს არ ეთანხმება. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ კანდიდატის სტატუსი მისი ქვეყნისთვის არა ავანსი, არამედ მრავალწლიანი თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგია. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც მისმა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაატარა. ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ომის მიუხედავად, უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტებმა შეძლეს მდგრადობის შენარჩუნება.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი