მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება.
განათლების სამინიტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმძღვანელოების ბეჭდვა და ახალი სასწავლო წლისთვის, ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილი იქნება წიგნებით.
ამჟამად სახელმძღვანელოების პირველი ნაწილი უკვე დაბეჭდილია და 1-ელ აგვისტომდე დარიგდება.