აფხაზეთობა აჭარაში

23 ივნისი 2022, 19:39 203 ნახვა

„კადრები აფხაზეთიდან „- ფოტო მასალის გამოფენა მოეწყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთში გადაღებული ფოტო მასალა.  გამოფენის პარალელურად  ფილმის „აღმოაჩინე აფხაზეთი „ - ს ჩვენება მოეწყო , ასევე გაიმართა კონცერტი , მასში ანსამბლები „აფხაზეთი „ და „არსიანი „ მონაწილეობდნენ.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფერიის საშუალო სკოლის მონახულება , აფხაზ ახალგაზრდებთან შეხვედრა და სპექტაკლის „ ჩემი თვალით დანახული საქართველო „ ს დადგმა. „აფხაზეთობა აჭარაში „  პირველად  ტარდება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში