ტვ „პირველის“ ოპერატორის პროფესიული ნიშნით დევნის გამო ორ პირს ბრალდება წარედგინა

22 ივნისი 2022, 17:25 1135 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის პროფესიული ნიშნით ძალადობის გამოყენებით დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. 18 ივნისს,  „ტელეკომპანია პირველი“ - ს ოპერატორი მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების, კერძოდ, პირდაპირი ეთერში რესპოდენტის ჩართვის მიზნით,  ბათუმში, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. რა დროსაც მათთან მივიდნენ ბრალდებულები, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რაც გამოიხატა ტელეკომპანიის თანამშრომლის მისამართით სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით და გინებით, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა  ბრალდებულები   21 ივნისს დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. 

სოფო ხელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში