გპირდებით ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში - აშშ-ს საელჩო

22 ივნისი 2022, 12:08 712 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს - წერია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

''შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში'' - წერს საელჩო. 

განცხადებას თან ახლავს 20 ივნისის აქციის ''შინ ევროპისკენ'' ფოტო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი