უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

22 ივნისი 2022, 11:01 645 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს. ეს განცხადება ზელენსკიმ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ვიდეომიმაფრთვაც გავრცელდა , რომელშიც საომარ  მდგომარეობასა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. 

ამბობს, რომ  ოკუპანტები დონეცკის მიმართულებით სერიოზულ ზეწოლას ახდენენ, ხარკივის ოლქში კი „სასტიკი და ცინიკური საარტილერიო იერიშები“ ხორციელდება. მისივე განცხადებით, ყველაზე რთული მდგომარეობა ლუჰანსკის ოლქშია. 

უკრაინის ლიდერის თქმით, უკრაინის მთავრობა ყოველდღიურად იბრძვის თანამედროვე იარაღის მიწოდების საკითხზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი