ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე, სათვალეების მაღაზია გაქურდეს. უცნობი პირები დაწესებულებაში გამთენიისას შევიდნენ და თანხა მოიპარეს.
არსებული ინფორმაციით, მძარცველბი არასრულწლოვნები არიან. მათ სიგნალიზაციის ჩართვისთანავე მაღაზია თანხასთან ერთად დატოვეს.
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. პირველადი ინფორმაციით, 600 ლარზე მეტია წაღებული. მაღაზიაში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.