ესპანეთი ქალაქი სანხენხოში ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი ჩატარდა, სადაც წარმატებით იასპარეზა ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა.
ქართველმა ფალავნებმა სამი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი, დავით ხუციშვილი და მამუკა კორძაია, ბრინჯაოს მედლები ნიკა კენჭაძემ და დაჩი ფირუზაშვილმა მოიპოვეს.
ზურაბ ერბოწონაშვილი კი მეხუთე ადგილზე გავიდა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. მეორე-მესამე ადგილზე აზერბაიჯანი და ესპანეთი გავიდნენ.