ისრაელის ნაკრები ბათუმში გამართული ფუტვოლეის მსოფლიო ტურის გამარჯვებულია.
მამაკაცთა კატეგორიის ფინალში ისრაელის ნაკრებმა ბრაზილია 2-0 დაამარცხა.
შერეულ წყვილებში კი ისრაელი 2-ის გუნდმა ისრაელი 1-ს 2-0 მოუგო.
საერთო ჯამში ბათუმურ ტურში ცხრა
ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა. აქდან 12 ვაჟების, 8 კი შერეულ წყვილების.
შეჯიბრებაში საქართველოს, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ლიეტუას, გაერთიანებული საემიროების, ისრაელისა და ბრაზილიის ნაკრებები გუნდები გამოდიოდნენ.
ბათუმმა ფუტვოლეის მსოფლიო ტურს ზედიზედ მეორედ უმასპინძლა.