„ტვ პირველის“ ოპერატორის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

19 ივნისი 2022, 11:54 751 ნახვა

„ტვ პირველის“ ოპერატორის ცემის ფაქტზე გამოძიება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. დაზარალებული გამოკითხვაზეა დაბარებული.

ოპერატორ მურმან ზოიძეს თავს გუშინ ღამით, ბათუმში 26 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ.

თვითმხილველების თქმით, ოპერატორს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ხუთი ადამიანი გაუსწორდა.

„ტვ პირველი“ ინფორმაციით, ოპერატორი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში