საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

19 ივნისი 2022, 10:34 608 ნახვა

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოსახლეობას საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის 577 დეპუტატის არჩევა 5 წლის ვადით მოუწევს. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად 48 მილიონზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში, მოქმედი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსის მთავარი კონკურენტი მემარცხენე კოალიციაა, რომელშიც "სოციალისტების", "მწვანეების", "კომუნისტებისა" და "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" პარტიები შედის.

პარლამენტში სრული უმრავლესობის მოსაპოვებლად პოლიტიკურ კოალიციებს 289 მანდატის აღება მოუწევთ.   ხმის მიცემა  პარიზის დროით საღამოს 20:00 საათზე დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი