შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა.
დისტანციურ შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლსა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.