ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

18 ივნისი 2022, 18:01 706 ნახვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოჯისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა.

20-21 ივნისს, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც პრემიერი შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.

28-30 ივნისს კი ნატო-ს მადრიდის სამიტს დაესწრება - ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი