კარი არის ღია, ახლა საქართველოზეა დამოკიდებული გადადგას საჭირო ნაბიჯები - ურსულა ფონ დერ ლაიენი 

17 ივნისი 2022, 14:34 726 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსთვის ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. 

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რაც უფრო მალე დააკმაყოფილებს ქვეყანა მოთხოვნებს, მით უფრო მალე მიაღწევთ პროგრესს.

''საქართველოსთვის, რომ მიიღოს ევროპული პერსპექტივა და კარი ნამდვილად არის ღია, საქართველოზეა ახლა დამოკიდებული, რომ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა წინ წაიწიოს მთელმა ქვეყანამ და აჩვენოს, რომ გსურთ აქტიურად ჩაერთოთ ამ პროცესში. თქვენზე არის დამოკიდებული, რაც უფრო მალე შეძლებთ ამ პირობების დაკმაყოფილებას, მით უფრო მალე მიაღწევთ პროგრესს, შესაბამისად, საქართველოს ხელშია, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. 

ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი