დაანონსებული აქციები 16 და 20 ივნისს

15 ივნისი 2022, 14:56 961 ნახვა

მალევე გახდა იმ პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების პოზიციები ცნობილი ვინ წავა სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე და ვინ გვერდს აუვლის.  არა და არასოდეს! – ასე გამოეხმაურა 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები ორგანიზაცია სირცხვილია სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ იღებენ პრეზიდენტის მიწვევას 16 ივნისის აქციაზე და სთავაზობენ სალომე ზურაბიშვილს მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე გაიმართება.

„ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ“-წერია განცხდებაში. 

ევროპისადმი სოლიდარობის ორჯერ გამოხატვის მომხრეა ლელოც.  „დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა.“ - წერს მამუკა ხაზარაძე.

სალომე ზურაბიშვილს არ ეთანხმება ნაციონალური მოძრაობა. მიკა მელიას მიაჩნია, რომ 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას. აქციაზე მისვლას არ აპირებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილის  შეთავაზება მისაღებია საქართველოში გერმანიის ელჩისთვის, რომელიც აპირებს მივიდეს ხვალინდელ შეკრებაზ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი