ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

15 ივნისი 2022, 10:13 474 ნახვა

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეს, ძალადობის გამოყენების მუქარით, 4 000 ლარი მოსთხოვეს.

კონკრეტულ ვადაში თანხის გადაუხდელობის მოტივით დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და სხეულზე დაზიანებები მიაყენეს.

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი