ბათუმის ბულვარის მეიჯარეების აქცია

12 ივნისი 2022, 14:54 1620 ნახვა

ბათუმის ბულვარში დასაქმებულმა მეიჯარეებმა აქცია გამართეს. მოქალაქეები აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ და მიმართვა გააჟღერეს, რომლის მიხედვითაც აუქციონის გაუქმება მოითხოვეს.

განმარტავენ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მათ მუშაობის უფლება პირდაპირი წესით გადაეცემოდათ, წელს კი გარკვეულ რისკებს ხედავენ. ფიქრობენ, რომ კონკურენცია რთული იქნება, რადგან უცხო ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებს დიდი თანხები აქვთ და შესაძლოა მათი დაინტერესების გამო ქართველმა არენდატორებმა ვერ გაიმარჯვონ. მათი ინფორმაციით, ბულვარში 150-ზე მეტი ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობს და ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

ბათუმის ბულვარში აცხადებენ, რომ პირდაპირი წესით სარგებლობის გამონაკლისი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე დაუშვეს. ახლა კი კანონით გათვალისწინებული ნორმებით მოხდება სხვადასხვა ობიექტის სეზონური სარგებლობით გადაცემა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი